დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყირგიზეთი LPG-ზე ყველაზე დაბალი ფასებით მსოფლიო ქვეყნების ტოპ ხუთეულშია

ყირგიზეთი LPG-ზე ყველაზე დაბალი ფასებით მსოფლიო ქვეყნების ტოპ ხუთეულშია

13-07-2023 10:49:52

ყირგიზეთი LPG-ზე ყველაზე დაბალი ფასებით მსოფლიო ქვეყნების ტოპ ხუთეულშია. 

Global Petrol Prices-ის პორტალის მიხედვით, 2023 წლის 27 მარტიდან 3 ივლისის ჩათვლით თხევადი გაზის საშუალო ღირებულება ყირგიზეთში 0,34 დოლარი იყო ლიტრზე.

ამ დროის განმავლობაში, თხევადი აირის ფასები ყირგიზეთში სტაბილური იყო 0,34 დოლარის ფარგლებში. როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური ფასები დაფიქსირდა 2023 წლის 27 მარტს.

მონაცემების შედარებისას შეიძლება აღინიშნოს, რომ 2023 წლის 27 მარტიდან 3 ივლისის ჩათვლით მსოფლიოში LPG-ის საშუალო ღირებულება ლიტრზე $0,69 იყო. ამავდროულად, თხევადი აირის ფასები ყირგიზეთში მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე დარჩა.

LPG იაფია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა ალჟირი, ანგოლა, საუდის არაბეთი და რუსეთი.

იმავდროულად, თხევად გაზზე ყველაზე მაღალი ფასები - შვედეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში ფიქსირდება.

Global Petrol Prices პორტალი გთავაზობთ ყოველკვირეულ განახლებებს ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში ენერგიის ფასების შესახებ. პორტალი თავის მონაცემებს ოფიციალური სამთავრობო წყაროებიდან, მარეგულირებელი ორგანოებიდან, ნავთობკომპანიებიდან და წამყვანი მედიიდან იღებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები