დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე მოძრაობის წესში ცვლილებები შედის - დეტალები

ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე მოძრაობის წესში ცვლილებები შედის - დეტალები

04-04-2023 16:45:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო  გადამზიდველთა საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია რომ 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, რუსეთის ტერიტორიაზე ხდება კომუნიკაციების გამოცვლის და ამიტომ მოძრაობის წესში გარკვეული ცვლილებები შედის. 

„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან 6 ზოლამდე შემცირებით“, - აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები