ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა (ცენტრალურმა ბანკმა) ციფრული ტენგეს პროგრამა საპილოტე რეჟიმში გაუშვა. როგორც ყაზახეთის მედია ქვეყნის ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ ციფრული ტენგეს სრულმასშტაბიანი გაციფრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება.
პირველი ტრანზაქცია ციფრული ტენგეს გამოყენებით ყაზახეთის ფინანსისტების კონგრესის ფარგლებში შედგა. 5 ნოემბერს ქვეყნის ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილე აღინიშნა.
„ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა ციფრული ტენგეს პროექტი ჩაუშვა. პლატფორმის არქიტექტურა საშუალებას აძლევს ბანკის კლიენტებს ისარგებლონ ციფრული ტენგეით და ციფრული ანგარიში გახსნან მომსახურე ბანკის მობილურ აპლიკაციაში. “, - აცხადებენ ყაზახეთის ეროვნულ ბანკში.
ცენტრალურ ბანკთან ერთად შეიქმნა ეროვნული გადახდის კორპორაცია, რომელიც განავითარებს ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის Digital Tenge პროექტის განხორციელებით.
უახლესი