დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყავის ფასი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

ყავის ფასი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

25-09-2024 19:00:00

გვალვამ ბრაზილიაში, ყავის უმსხვილეს მწარმოებელში, და წყალდიდობამ ვიეტნამში, სიდიდით მეორე მიმწოდებელ ქვეყანაში, გლობალური მიწოდების ჯაჭვები სერიოზულად შეაფერხა. ამ ყვეფარემა კი თავის მხრივ წარმოების ხარჯების ზრდა გამოიწვია.

ევროპაში, რომელსაც  ერთ სულ მოსახლეზე ყავის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ფასები მკვეთრად გაიზრდება.

არაბიკას ყავის ფიუჩერსები საკონტინენტთაშორისო ბირჟაზე (ICE) საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ფუნტზე 2,25 ევროს აღემატება, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში 1,62 ევრო იყო.

მსგავს ტრაექტორიას მიჰყვება რობუსტას ფასებიც და უკვე 25%-ითაა გაზრდილი და ტონაზე 2000 დოლარზე მეტს აღწევს.

ყავაზე ფასების მკვეთრმა ზრდამ მსოფლიო ბაზარზე აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. 

Rabobank-ის სასოფლო-სამეურნეო საქონლის ანალიტიკოსმა კარლოს მერამ განუცხადა, რომ კრიზისი გამწვავებულია ლოგისტიკური საკითხებით, როგორიცაა პორტების გადატვირთულობა და კონტეინერების გლობალური დეფიციტი, რაც ართულებს საქონლის გადაადგილებას მთელს მსოფლიოში.

ევროპის ყავის ფედერაციის (ECF) მიერ ბრიუსელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის კაფეებისა და ყავის მაღაზიების თითქმის 65%-მა 2023 წლის დასაწყისიდან ფასები 5-15%-ით გაზარდა. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ფასების მატება სავარაუდოდ გამოწვეული იყო არა მხოლოდ ყავის მარცვლის ღირებულებით, არამედ სხვა ფაქტორებითაც. ინფლაციამ სხვა აუცილებელი პროდუქტების ფასები გაზარდა, როგორიცაა რძე, შაქარი და ერთჯერადი ჭიქები.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები