დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პუტინმა დსთ-ს ეფექტურობა შეაფასა და საქართველოს არჩევანი გააკრიტიკა

პუტინმა დსთ-ს ეფექტურობა შეაფასა და საქართველოს არჩევანი გააკრიტიკა

13-10-2023 13:45:41

საქართველო და უკრაინა, რომლებიც ირიცხებიან დსთ-ს შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობენ და მოლდოვამ პრაქტიკულად დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვისტი“ ავრცელებს.

„დიახ, - ესეც ითქვა - ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე და შესაძლოა,  დღესაც შედიოდეს დსთ-ში, ამ ფორმატში არ მუშაობს. მაგრამ რისი თქმა მინდა. ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც. ყოფილი პრეზიდენტის მცდელობა შიდა პრობლემების ძალის გამოყენებით მოგვარებასთან დაკავშირებით, მათ შორის თავდასხმებით სამხრეთ ოსეთზე, უშედეგო აღმოჩნდა... და ის შედეგები, რაც წარმოიშვა ამ ავანტიურის შედეგად“, - განაცხადა პუტინმა დსთ-ს სამიტზე შეზღუდულ ფორმატში საუბრისას.

პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ. მაგრამ სინამდვილეში, იგი არასოდეს შეუერთდა მას სრული ფორმატით.

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ დსთ-დან გასვლის სურვილი გააჟღერა. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. დსთ-ს წესდების მიხედვით (I თავის მე-9 მუხლი) წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს თანამეგობრობიდან. სახელმწიფო წერილობით აცნობებს წესდების დეპოზიტარს განზრახვის შესახებ გამოსვლამდე 12 თვით ადრე. ამავდროულად, ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა წესდებაში მონაწილეობის პერიოდში, ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფოებს მათ შესრულებას. 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ 2009 წლის აგვისტოში მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის შეწყვეტის შესახებ. 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები