დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
PSP საქართველოში პირველ მასშტაბურ სილამაზის ფესტივალს მასპინძლობს

PSP საქართველოში პირველ მასშტაბურ სილამაზის ფესტივალს მასპინძლობს

20-06-2023 16:16:29

We are Beauty - ამ სლოგანით PSP-ს სილამაზის ფესტივალი, 23, 24 და 25 ივნისს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში, მე-11 პავილიონში იმართება. 

ფესტივალზე დასწრების მსურველები სამი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში მისვლას დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე შეძლებენ.

„ჩვენი სლოგანი გამოხატავს იმას, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, სილამაზე თითოეულ ჩვენგანშია და ჩვენით იწყება. ამ ყველაფერს ჩვენ გამოვხატავთ და სხვებსაც ვუზიარებთ, რითიც ჩვენ გარშემო გარემოსაც ვალამაზებთ და ეს ჰარმონია და ბალანსი შინაგან და გარეგან სილამაზესთან, უზრუნველყოფს, რომ ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი და შემდეგ უკვე სხვებსაც გადასცეს და გაუზიაროს ეს შინაგანი ემოცია“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს PSP-ში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ სილამაზის ფესტივალის მთავარი სიმბოლო ჟირაფია.

„გაგიკვირდებათ და არსებობს ჟირაფის ეფექტი. ჟირაფი ისეთი მაგიური ქმნილებაა, რომ ერთხელ ტელევიზორში, ფოტოში ან სადმე თუ ვნახავთ, ჩვენს მეხსიერებაში რჩება იმ დონეზე, რომ გვგონია, რომ მართლა გვინახავს. ის უბოროტო, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი არსებაა, ზუსტად ისეთი, როგორად ყოფნაც თითოეული ჩვენგანის სურვილია. კამპანიის ვიდეო ვიზუალიზაციაში ჟირაფი არღვევს საზღვრებს და აფერადებს სივრცეს. სწორედ ასეთი ნათელი, სასიამოვნო და განუმეორებელი ემოციებით დატოვებს დამთვალიერებელი სილამაზის ფესტივალის სივრცეს“, - აცახდებენ კომპანიაში.

ფესტივალზე სამი დღის განმავლობაში მოსული დამთვალიერებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს.

„ადგილზე წარმოდგენილი გვექნება 100-მდე ბრენდი, გადანაწილებული სხვადასხვა დატვირთვის შინაარსობრივ სივრცეებში, როგორც ეს ფესტივალის ფორმატის ღონისძიებებზე გვხვდება ხოლმე. ადგილზე კარგად ნაცნობ ბრენდებთან ერთად, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პირველად გაეცნონ ახალ ბრენდებსაც, რომელსაც ჯერ ასე ფართოდ არ შეხვედრილან და რომლებიც ფესტივალის შემდეგ იქნებიან PSP-ს ქსელში წარმოდგენილი.

ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, დამთვალიერებლებს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად - სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს, დაესწრებიან მასტერკლასებს და ჩაიტარებენ თავის მოვლის პროცედურებს.

მაგალითად, ადგილზე გვექნება უფასო კონსულტაციები დერმატოლოგებთან, A1 კლინიკის და მედის სტომატოლოგებთან პირის ღრუს მოვლის სივრცეში, ნუტრიციოლოგთან, რომელიც ადგილზე ინდივიდუალურად შეგარჩევინებთ საკვებ დანამატებს, სახის, სხეულის და თმის დიაგნოსტიკა, მასტერკლასები იქნება წარმოდგენილი თმის სივრცეში - სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული იტალიერი ექსპერტებისგან, მაკიაჟის სივრცეში მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი და საყვარელი Makeup არტისტები;

ადგილზე გვექნება ტრადიციულად ექსკლუზიური შეთავაზებები, გათამაშებები და ღონისძიება დაიხურება გრანდიოზულად, რაც ვფიქრობთ, რომ არ უნდა გამოტოვოთ“, - აცახდებენ კომპანაში..

ფესტივალის მასშტაბურიბიდან და იქედან გამომდინარე, რომ მთელი დღის მანძილზე, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე გრძელდება, ადგილზე აუცილებლად იქნება კვების სივრცე, სადაც PSP-ს პარტნიორია პური გულიანი ექსპრესი.

გარე სივრცეში წარმოდგენილი იქნება მოსასვენებელი სივრცეები, სადაც პარტნიორობას გვიწევს კოკაკოლა, რომელიც ადგილზე მომხმარებელს გამაგრილებელ კოქტეილებს შესთავაზებს.

„ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ფაბერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელს ადგილზე შეეძლება არასასურველი სამოსის დატოვება და ახალი ნივთების აღმოჩენა. პალე დე ტე, ჩვენი ახალი ბრენდის, თეოლოჯის სივრცეში, სადაც მომხმარებლები როგორც დააგემოვნებენ, ისე შეიძენენ ჩაის მრავალფეროვან არჩევანს. ადგილზე ასევე ნახავთ ნიკოლისა და კომოდის სტენდებს, სადაც შეძლებთ სამოსის შეძენას როგორც თქვენთვის, ისე თქვენი პატარებისთვის; შეხვდებით ასევე, თაიმის სტენდს, ადგილზე შეძლებთ შეიძინოთ თრეველ ბოქსი, ჩვენი პარტნიორი ჩემპიონთა აკადემიის სივრცესთან მიიღოთ რჩევები და მომსახურებები და ასევე, წარმოდგენილი გვექნება PSP Shop-ი, სადაც შეიძენთ ჩვენს ზაფხულის ბოქსსაც, სხვა პროდუქტებთან ერთად. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოფენას რომელიმე, ორ ან სამივე დღეს შეგიძლიათ ესტუმროთ. ეს მხოლოდ თქვენს განწყობასა და სურვილზეა დამოკიდებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

PSP-ში აცხადებენ, რომ სილამაზის ფესტივალზე დასასწრებად მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რაც ძალიან მარტივად PSPBEAUTYFAIR.GE-ზეა შესაძლებელი.

„რამდენიმე ველიანი ფორმის შევსების შემდგომ sms-ის სახით QR კოდს და შესაბამის ბილეთს მიიღებთ, რომლის წარდგენაც პავილიონის შესასვლელშია აუცილებელი. ჩვენ დამთვალიერებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე ვართ ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ბილეთი უფასო, დასწრება კი -თავისუფალია. ველით უამრავ სტუმარს, რომელიც სილამაზის ფესტივალზე სტუმრობით აივსება დადებითი ემოციით, ახალი გამოცდილებით, საჩუქრებით, გაიგებს უამრავ სიახლეს მასტერკლასებიდან და ექსპერტებისგან, დიდხანს გაჰყვება ფერადი ემოციები და სხვებსაც უწილადებს“, - აცხადებენ კომპანაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები