დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროგრამა „თეგეტა ქალებისათვის“ უფრო მასშტაბური გახდა, გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები - ოთარ სიხარულიძე

პროგრამა „თეგეტა ქალებისათვის“ უფრო მასშტაბური გახდა, გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები - ოთარ სიხარულიძე

11-07-2024 11:00:00

ყველა ბრენდს აქვს თავისი უნიკალური მოთხოვნა სერვისისა თუ გაყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა გვადგება და აქედან გამომდინარე ვიღებთ მათ ყველზე ახალ, თანამედროვე პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვანი ბენეფიტია, - ამის შესახებ იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი და მიზნობრივია „თეგეტა აკადემიის“ პროგრამა „თეგეტა ქალებისათვის“. ეს არის მექანიკოსების მომზადების უფასო პროგრამა დაინტერესებული ქალებისთვის.

„თუ რატომ გამოვარჩიეთ ქალები, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკვე გაგვაჩნია პრაქტიკა, თუმცა ადრე ეს პროექტი ამხელა მასშტაბის არ იყო. გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი მანქანების მიმართულებით. ჩვენს კომპანიაში დასაქმებული არიან ქალები და საკმაო პროგრესი აქვთ ამ მიმართულებით. კომპანიაში გვაქვს ბევრი დასაქმების პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ და ახლა გვინდოდა გაგვეკეთებინა ინდივიდუალურად ქალბატონებითვის და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს პროცესი და ადგილების რაოდენობა ლიმიტირებული არ არის.

ქალებს შესაძლებლობას ვაძლევთ, როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით დასაქმების. კურსებით პირდაპირპროპორციულად განსხვავდება ერთმანეთისგან და 6-დან ერთ წლამდე გრძელდება. ვფიქრობთ, რომ წარმატებულად ჩაივლის ეს პროცესი, რადგან უკვე გვაქვს ამის ნათელი მაგალითები. კერძოდ, ქალებს მათი კონცენტრაციის უნარი ეხმარებათ ავტომობილების შეკეთებაში“,- განაცხადა ოთარ სიხარულიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები