დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტმა IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან სებ-ის საკითხი განიხილა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან სებ-ის საკითხი განიხილა - ადმინისტრაცია

21-09-2023 18:51:00

პრეზიდენტი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მანამდე, ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებებზე კომუნიკაციას გეგმავს როგორც სებ-თან, ასევე კომერციულ ბანკებთან.

როგორც Business Insider Georgia-ს სსფ-ში განუმარტეს, მოხდება ამ ცვლილების გავლენის ზუსტი შეფასება, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები