4 სექტემბერს, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ფარგლებში კონფერენცია გაიმართა, სადაც პრემიის ფინალისტებმა კონკურსის ჟიურის და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს თავიანთი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიციირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერია ლიბერთი.
ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან ბანკი განათლების სფეროს ხელშემწყობი გახდა და ამ სტრატეგიის ფარგლებში ლიბერთის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.
„2022 წლიდან ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება გახდა განათლების ხელშეწყობა და აი ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროექტს განათლების მიმართულებით. ვეფხისტყაოსნის თემასთან დაკავშირებით ჩვენ პროექტების განხორციელება დავიწყეთ ცაგერის ეროვნულ მუზეუმთან ერთად. ეს გახლდათ 6 უნიკალური ლექცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ლიბერთის youtube-ს არხზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს და მოისმინოს ლექციები. ამ თემით ჩვენ უკვე შემდგომ გავხდით არაჩვეულებრივი პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ ერთი მთავარი პარტნიორი. ვფიქრობთ, რომ ესეც არის უნიკალური პროექტი, რადგანაც მასწავლებლები არიან ის ადამიანები ვისაც შეუძლია ეს ნაწარმოები მიიტანოს მოსწავლეებამდე. პროექტი რა თქმა უნდა არ არის ერთჯერადი, იმიტომ, რომ თემის გაშლას ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე სკოლებში გაქვს სამაგიდო თამაშების პროექტი და სამომავლოდ კიდევ ბევრ სხვა პროექტში ჩავერთვებით“, - აცხადებს ტაპი ზაქარიაძე.
მისივე განმარტებით, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში უკვე შერჩეულია 10 ფინალისტი, საიდანაც საბოლოოდ ჟიური 3 საუკეთესო მასწავლებელს შეარჩევს, რომლებიც ასევე საუკეთესო და საინტერესო მეთოდით ასწავლიან ვეფხისტყაოსანს.
„ლიბერთის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ხორციელდება ლიბერთის ბანკის მხარდაჭერით მოიცავს 3 მასწავლებლის გამოვლენას, რომლებიც საუკეთესო და საინტერესო მეთოდით ასწავლიან მოსწავლეებს ვეფხისტყაოსანს. უკვე შერჩეულია 10 ფინალისტი მასწავლებელი, რომლებსაც ჟიურის წინაშე წარადგინეს ძალიან საინტერესო პროექტები და 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების დღეს, ასევე გამოვლინდება სამი მასწავლებელი, რომელიც გახდება „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ პრემიის მფლობელი“, - განმარტავს ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე.
„ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგანძური და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს სკოლებში და ჩემი გამოცდილებითაც, არასწორად იყენებენ. ამ კონკურსის მიზანია, რომ ერთის მხრივ ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი პოპულარიზება და მეორე მხრივ, საინტერესო მასწავლებლების საშუალებით კარგი პრაქტიკების გამოვლენა. ჩვენება საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება ვეფხისტყაოსანი ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ისე, რომ შევაყვაროთ მათ ეს მნიშვნელოვანი რესურსი“, - ამბობს განათლების კოალიციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია.
„მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტის არსებობას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ეს არის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მასწავლებლებისთვის, რომ მათ ვეფხისტყაოსნის გარშემო მრავალფეროვანი მეთოდებით იმუშაონ. შესაბამისად მოსწავლეებისთვისაც უფრო საყვარელი და ნაცნობი გახდეს ტექსტი. მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა პედაგოგიური თვალსაზრისით, არამხოლოდ ვეფხისტყაოსნის ჭრილში არამედ როგორც პედაგოგებისთვის ახალი მეთოდების აღმოჩენა, ახალი მიდგომების აღმოჩენა, ყველაფრის ერთმანეთისთვის გაზიარება. რაც მთლიანობაში საქართველოში საგანმანათლებლო პროცესს და განათლების სფეროს უფრო მეტად წინ წევს“, - აღნიშნავს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ჟიურის წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები არიან:
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და საჩუქრებს მიიღებენ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის