დღეს, 21 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე 11 საკითხი იქნება განხილული:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისუსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქვევრის კვლევის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების სს „გრიინ ვეივსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ბეტა ფროფერთიზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ემ თი ეის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” . მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „სმარტ უნიონ გრინპაუერ-ს“ შორის „ვარჯანაულჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” . მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ფენიქსის“ (ს/კ 405047337) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
10. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე”. მომხსენებელი ლევან დავითაშვილი.
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”. მომხსენებელი ლაშა ხუციშვილი.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება