გერმანული კომპანია Porsche მცირე პაუზის შემდეგ Nurburgring-ზე დაბრუნდა და ელექტრო Porsche Taycan-ით ახალი რეკორდი დაამყარა. მხოლოდ ეს არ არის ჩვეულებრივი Taycan. საუბარია ახალ ტოპ მოდიფიკაციაზე, იუწყება The King Drive.
ინტერნეტ რესურსი არ გამორიცხავს, რომ რბოლა მიმდინარეობდა Turbo GT-ის სამ ძრავიან ვერსიაზე, რომელიც წელს იქნება წარმოდგენილი.
Porsche-მ დაამყრა ახალი პერსონალური რეკორდი Nordschleife-ზე, დაასრულა ის 7 წუთსა და 7,55 წამში. ეს ნიშნავს, რომ Porsche Taycan-ის ახალმა ვერსიამ Nurburgring-ზე Tesla Model S Plaid-ს 28 წამით აჯობა. და მაშინაც კი, თუ აიღებთ Tesla Model S Plaid-ს სპეციალიზებული Track Package-ით, რომელიც განკუთვნილია ასეთი ღონისძიებებისთვის, განსხვავება 18 წამია.
The King Drive-ის თანახმად, ახალმა Taycan-მა მხოლოდ 2 წამი დაკარგა Rimac Nevera-სთან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული მანქანები არიან, სხვადასხვა დონის სიმძლავრით. თუმცა, Porsche-მ გაუძლო კიდეც ასეთ კონკურენტს, მიუხედავად იმისა, რომ Rimac Nevera ელექტრო სუპერმანქანების და ჰიპერკარების კლასში გადის, ხოლო Taycan-მა დაამყარა თავისი რეკორდი ელექტრო მასობრივი წარმოების მანქანების კატეგორიაში.
გერმანელები ახალი პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებს არ გაამჟღავნებენ.King Drive ვარაუდობს, რომ სამძრავიანი ავტომობილის სიმძლავრე დაახლოებით ათასი ძალა იქნება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის