Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ კომპანიამ მარწყვის ჯემის წარმოება დაიწყო და ექსპორტისთვის ემზადება.
„ამ სეზონზე დავიწყეთ მარწყვის ჯემის წარმოება. ჯერ პარტნიორი კომპანია შევარჩიეთ, რადგან გადამმუშავებელი საწარმო არ გვაქვს და ვერც ექსპორტზე გავდივართ, თუმცა იყო შემოთავაზება. ექსპორტზე გატანას თავისი ტექნიკური მხარე აქვს. კერძოდ, საჭიროა წინასწარი გამაგრილებელი და პატარა სამაცივრე მეურნეობა“, - ამბობს მეწარმე.
ამ დროისთვის „პლანტველის“ მარწყვისგან ჯემი „აუგუსტის“ ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ხდება, რომელიც ნატახტართან მდებარეობს.
„პლანტველის მარწყვის ჯემის საცდელი პარტია „წისქვილის ბაზარზე“ შევიდა, ნაწილი კი სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. 2024 წელს ვგეგმავთ დუბაის აგროგამოფენაზე გასვლას. მომავალ წელს 2 ჰექტარზე და 70 ტონამდე მარწყვის მოსავალს მივიღებთ და საექსპორტოდ დუბაისა და შემდეგ ევროპას განვიხილავთ, რადგან კავკასერტის მიერ მონიჭებული კოდით მარტივად შევალთ ევროპის ბაზარზე“, - ამბობს პლანტველის დამფუძნებელი.
უახლესი
16 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს35 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”