მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს და წელს პირველი მოსავალი უკვე მიიღო .
Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ უკვე ათი დღეა რაც პირველი მოსავალი მიიღეს და სამ მსხვილ ჰიპერმარკეტსი დაიწყეს პროდუქციის რეალიზაცია.
„10 დღეა რაც პირველი მოსავალი მივიღეთ. ვაწვდით ჰიპერმარკეტების ქსელებს. შევედით „გუდვილში“, „კარფურსა“ და „აგროჰაბში“. 2 ჰექტარზეა განთავსებული ბიო მარწყვის სათბური. დღეში საშუალოდ ვკრეფთ 700 კილოგრამს, თუმცა გვაქვს მოლოდინი რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და სეზონის ბოლომდე, ნოემბრის ჩათვლით 70 ტონამდე მარწყვის მოსავალს მივიღებთ. გასულ წელს ბოლო კრეფა გვქონდა 10 დეკემბერს. წელს ამინდებიდან გამომდინარე პირველი მოსავალი უფრო ადრე მივიღეთ“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
მეწარმე ამბობს, რომ ბიო მარწყვზე მოთხოვნა იზრდება, რადგან პროდუქციის ხარისხი მაღალია და შესყიდვის სურვილი ჰორეკა სექტორშიც გამოთქვეს.
„პლანტველის“ ბიო მარწყვი რამდენიმე მცირე აგრომაღაზიასა რესტორანში შევიტანეთ. მაღალი დონის რესტორნებში ბიო მარწყვზე მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ეს პროდუქტი პრემიუმ სეგმენტისთვისა განკუთვნილი“, - ამბობს მეწარმე.
ნატახტარში, სოფელ მისაქციელში მეურნეობა „პლანტველი“ 2018 წელს შეიქმნა. მეურნეობა ფლობს 6 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, სადაც 2 ჰექტრამდე დახურული გრუნტზე (ვერონული გვირაბის ტიპის სათბური) მარწყვი მოჰყავთ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი შერეული ბოსტნეული. გასულ წელს ბიომეურნეობამ 35 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღო.
უახლესი
43 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”