დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პლანტველი“ მარწყვის წარმოებას აორმაგებს და დუბაიში ექსპორტს გეგმავს

„პლანტველი“ მარწყვის წარმოებას აორმაგებს და დუბაიში ექსპორტს გეგმავს

08-03-2024 18:00:00

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს. Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ 2024 წელს მარწყვის გაორმაგებულ მოსავალს მიიღებენ.

მეწარმემ მარწყვი კიდევ ერთ ჰექტარზე გააშენა და გაზაფხულიდან უკვე მოსავალს მიიღებს.

„2023 წელს მარწყვი გვქონდა მხოლოდ დახურულ გრუნტში. მივიღეთ 35 ტონა მოსავალი. რომის რეალიზაციაც საქართველოში მოვახდინეთ. მარწყვის ნაწილი შევინახეთ და გავაკეთეთ ჯემი. ავგუსტის საწარმოში მოხდა მარწყვის გადამუშავება და ჯემის ჩამოსხმა. წელს გავაშენეთ მეორე ჰექტარი. ვიყენებთ იტალიურ აგრეგატულ სისტემას და გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით“, - ამბობს „პლანტველის“ დამფუძნებელი.

ამასთან, „პლანტველი“ „აწარმოე საქართველოში“ ეგიდით დუბაიში გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც ქართული ბიო მარწყვის ექსპორტირების ინტერესი გაჩნდა. კომპანიის წარმომადგენლებს უკვე მოლაპარაკებები აქვთ პოტენციურ ინვესტორებთან და შესაძლოა მიმდინარე სეზონზე „პლანტველმა“ დუბაისა და თურქეთში მარწყვის იმპორტი დაიწყოს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები