მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს. Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ კომპანია მარწყვის ჩიფსების წარმოებას იწყებს.
„ვიწყებთ ახალი პროდუქციის გამოშვებას. ეს არის მარწყვის ჩიფსი და სამომავლოდ ეს პროდუქტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ვახდენთ გარკვეული მოცულობის გამოშრობას და მალე მარკეტინგულ აქტივობასაც დავიწყებთ და ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები ბაზარზე“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
„პლანტველის“ მარწყვის ჩიფსი პირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, შემდეგ კი გეგმავენ პროდუქციის სატესტოდ გამოფენებზე გატანასა და ექსპორტის მიმართულების განვითარებას.
„მარწყვის ჩიფსებს გასაყიდად აგვისტოს ბოლოს გამოვიტანთ. უკვე ვასრულებთ შესაფუთი მასალის დიზაინზე მუშაობას. ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტი კონსერვანტების გარეშე და 40-გრამიან შეფუთვებში გაიყიდება“, - ამბობს მეწარმე.
ნატახტარში, სოფელ მისაქციელში მეურნეობა „პლანტველი“ 2018 წელს შეიქმნა. მეურნეობა ფლობს 6 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, სადაც 2 ჰექტრამდე დახურული გრუნტზე (ვერონული გვირაბის ტიპის სათბური) მარწყვი მოჰყავთ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი შერეული ბოსტნეული. გასულ წელს ბიომეურნეობამ 35 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღო.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა