დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში, Fast Track ექსკლუზიური სერვისი Visa ბარათის მფლობელებისთვის  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა

პირველად საქართველოში, Fast Track ექსკლუზიური სერვისი Visa ბარათის მფლობელებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა

28-06-2024 21:59:00

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, TAV Operation Services (TAV OS)-სთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში პირველად - Fast Track სერვისი დანერგა და Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური ტერმინალი - Fast Track Empowered by Visa გახსნა. 

Visa-ს პრემიული ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ Fast Track ე.წ. სწრაფი დერეფნის სერვისით ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებითა და გრძელი რიგების გვერდის ავლით. Fast Track ყველა საჭირო პროცედურის უმოკლეს დროში გავლას უზრუნველყოფს და ის ხელმისაწვდომია Visa Premium ბარათის მფლობელებისთვის: Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business. 

Fast Track სერვისით სარგებლობა Visa Platinum და Visa Platinum Business ბარათებით წელიწადში 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business ბარათებით წელიწადში 4-ჯერ და Visa Infinite ბარათით კი წელიწადში 6-ჯერ არის შესაძლებელი.  

"Visa საქართველოში როგორც ადგილობრივიისე საერთაშორისო ტურიზმისგანვითარებას უჭერს მხარს. TAV OS-სთან თანამშრომლობის  ფარგლებშისაქართველოში პირველად დავნერგეთ Visa- Fast Track სერვისირომელიც ჩვენიპრემიული ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილებას უფრო მოქნილსკომფორტულსა და სრულყოფილს გახდის. Visa-სა და TAV OS-ის კოლაბორაციასაქართველოში აამაღლებს ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას და ხელს შეუწყობსქვეყანაში ტურიზმის წინსვლას“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმაკავკასიის რეგიონში.

მოხარულები ვართწარმოგიდგინოთ განახლებული და გაუმჯობესებული Tbilisi Primeclass Lounge, გაზრდილი სივრცითა და განახლებული ბარითრათა ჩვენისტუმრებისთვის უფრო კომფორტული გამოცდილება უზრუნველვყოთჩვენთვისროგორც 19 ქვეყნის 90 ლაუნჯში მუშაობის გამოცდილების მქონეტურისტულისტუმარმასპინძლობის ექსპერტებისთვისთბილისს განსაკუთრებული მნიშვნელობააქვსაქედან გამომდინარემომავალშიც გავაგრძელებთ ინვესტირებასახალითანამშრომლობების საშუალებით.  ჩვენთვის Visa-სთან პარტნიორობა ძალიანძვირფასია და ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ციფრული ტრანსფორმაციისადმი დაძალისხმევას გავაუმჯობესოთ მგზავრთა გამოცდილება“, აღნიშნა ფრანკ მერეიდემ, TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და TAV OS-ის თავმჯდომარემ.

Fast Track სერვისი უფასოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუ მათ თან ახლავთ Visa Premium ბარათის მფლობელი.

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები