დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Piel Naturals პიელ ნატურალსი საელჩოს მიწვევით გაეროს შტაბ ბინაში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა

Piel Naturals პიელ ნატურალსი საელჩოს მიწვევით გაეროს შტაბ ბინაში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა

27-02-2025 16:00:00

„პიელ ნატურალსი“ საელჩოს მიწვევით, ავსტრიაში, ვენაში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა. კომპანიის დამფუძნებლის თათუკა ლომაძის თქმით, "პიელ ნატურალსს" საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმოჩინებაში მსოფლიოს წინაშე.

„საელჩომ, სპეციალურად „პიელ ნატურალსი“ საქართველოდან მოგვიწვია ავსტრიაში, ვენაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის წარმოჩინებისთვის მთელი მსოფლიოს წინაშე და ეს წვლილი კოსმეტიკის სახელით ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება წარმოჩინებული. ეს ღონისძიება, ეს გამოფენა არის საქველმოქმედო ხასიათის და ჩვენ „პიელ ნატურალსის“ გუნდი მოხარულები და მადლიერები ვართ იმისთვის, რომ სწორედ ასეთ არაჩვეულებრივ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას საელჩოს დახმარებით“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართული ყურძნის წიპწის ხაზმა ვენაში აღფრთოვანება გამოიწვია. ყველაფერი რაც გამოფენაზე იყო გატანილი სრულად შეიძინა ადგილობრივმა  მომხმარებელმა. ახლა კი უკვე სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, მათი ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერენ „პიელის“ პროდუქციას.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები