დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - „მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - „მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

07-03-2024 10:55:00

დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსა და ჰოსპიტლების ქსელ ვიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში მეტროპოლივიანისშემადგენლობაში შემავალ ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალსა და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბადებულ ყველა ახალშობილს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერიტეტო ჰოსპიტალში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილემ, მამუკა იმედაშვილმა და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, ლაშა ფირცხალავამ

 

მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე: მოხარულები ვართ, რომ ჰოსპიტლების ქსელ ვიანთანდავიწყეთ თანამშრომლობა. გვსრს, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს ჩვენი CSR ხედვის ნაწილია. მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მეტროპოლისსაქმიანობის ძირითადი შემადგენელია, რაც ყოვედღიურობაში სანდო და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებით გამოიხატება. ახალი პროექტის ფარგლებში ჩვენი სამიზნე აუდიტორია ფართოა და არ არის ფოკუსირებული უშულოდ მეტროპოლისმომხმარებელზე. თბილისისა და ბათუმის ორ კლინიკაში დაბადებული თითოეული ახალშობილის სახელზე კომპანია 100-ლარიან დეპოზიტს გახსნის და მშობელს გადასცემს. CSR კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო მხარდაჭერაც - გვინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ  სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც ეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ოჯახებისათვის, ომლებსაც ახალშობილი შეეძინებათ ან სამი ან მეტი შვილი ჰყავ. იმედი გვაქვს, ჩვენს პარტნიორთან ერთად, დავეხმარებით ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

 „მეტროპოლსადა ვიანსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი, შეირჩა. განისაზღვრა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებებიც: ვიანისქსელში შემავალი ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალი და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ვიანი“ 7 მსხვილ ჰოსპიტალს აერთიანებს, სადაც თანაბრად ხემისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ლაშა ფირცხალავა, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი: ბოკერიას ჰოსპიტალი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სამედიცინო სერვისების განვითარებაზე, რათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამასთანავე, ბოკერიას ჰოსპიტალი მიესალმება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამართულ კამპანიებს, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზე“.

დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსადა ჰოსპიტლების ქსელ ვიანსშორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ეს პირველი თობლივი კამპანიაა. პროექტის ფარგლებში, მეტროპოლივიანისქსელში შემავალ სამედიცინო დაწესბულებებში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შესახებ საინფორმაციო სტენდებსაც განათავსებს, მომზადდება პოსტერები და დარიგდება ფლაერები

ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის შვილი, შეუძლიათ ისარგებლონ სუბსიდირების პროგრამით იპოთეკურ სესხებზე. პირობების თანახმად, უძრავი ქონების შეძენისა და სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო ასეთ ოჯახებს სესხის მნიშვნელოვან პროცენტს უფინანსებს. სუბსიდირებით სარგებლობისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარამდეა

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანიამეტროპოლისაქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსისმეტროპოლ ბაგებისადამეტროპოლ ქავთარაძისმშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კიმეტროპოლ კუბიდამეტროპოლ ოვალიშენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. 

ვიანისშესახებვიანი, ქვეყნის მასშტაბით, 7 მრავალპროფილურ ჰოსპიტალს აერთიანებს და უზრუნველყოფს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ყველა ასაკის პაციენტისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები