დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

28-11-2024 13:50:00

84 მომხრე, 0 წინააღმდეგი, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, აღნიშნული თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტი შესაბამის კანონს მიიღებს, სპორტის სამინისტრო ცალკე ჩამოყალიბდება. სპორტის მინისტრის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები