დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

02-10-2023 10:57:28

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე ინიციირება დღეს იგეგმება და მას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილებებით ზუსტდება კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას 15 დღემდე ვადით და ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას და 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები