დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარაპლანით ფრენებზე შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

პარაპლანით ფრენებზე შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

08-05-2023 13:51:01

პარაპლანით ფრენებზე შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მკაცრდება ის ელემენტარული წესები, რის დაცვაც პარაპლანისტებს ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში მოეთხოვებათ.

პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელმაც კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა.

როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე Business Insider Gerogia - თან აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის რეგულაციებთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალია ცნობილი.

ერთ-ერთი ვალდებულება პარაპლანისტების თეორიული და პრაქტიკული გამოცდაა, რისი ანალოგიც განვითარებული ქვეყნების ბაზარზე არსებობს.

ერთ-ერთი, რაც არ მოგვწონს, დარღვევებზე რეაგირების მექანიზმია, რის ვალდებულებაც ნაწილობრივ ჩვენ გვეკისრება, ეს არ გვინდოდა, რადგან ამას სხვა რესურსი სჭირდება. ნაწილი ჩვეულებრივ შსს-ზე გადანაწილდა. ამის პარალელურად სახელმწიფო უწყებებიდან მკაცრი ზედამხედველობა იგეგმება, რაც უკვე საავიაციო სააგენტოს პრეროგატივაა.

ცვლილება საბოლოოდ მიმართულია იმისკენ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყოს დაცული. გამოცდების ჩაბარების პარალელურად პარაპლანისტებს მოეთხოვებათ საფრენი აპარატურის ზუსტი აღწერილობა, ეს არის მოდელი, რითაც ევროპული ქვეყნები ხელმძღვანელობენ. იგივე მიდგომა აქვთ სამხრეთ აფრიკასა და კოლუმბიაში, სადაც ეს სფერო კარგად არის განვითარებული", - აცხადებს კაპანაძე.

პარაპლანით ფრენებზე რეგულაციების გამკაცრების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შემთხვევას ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი ემსხვერპლა.

ტრაგედიის დღესვე, შსს-ს გადაწყვეტილებით, პარაპლანით ფრენები აიკრძალა. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ,,პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესის“ დამტკიცების შესახებ” კანონპროექტს განიხილავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები