პაპუნა ლეჟავამ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა - შესაბამისი განცხადებით, პაპუნა ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამაც.
„პაპუნა ლეჟავამ მაცნობა გადადგომის თაობაზე... ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით პაპუნა ლეჟავასგან შეტყობინება გადადგომის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიიღო.
„ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალია, ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას საკუთარი შეხედულება ჰქონდეს რომელიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - განაცხადა თურნავამ.
უახლესი