დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობი ძვირდება

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობი ძვირდება

09-10-2023 09:00:16

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე Brent და WTI ნავთობი 4%-ით გაძვირდა. 

ამას სავაჭრო პლატფორმების მონაცემები მოწმობს.

Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე 88,99 აშშ დოლარს მიაღწია, მაგრამ შემდეგ 87,98 დოლარამდე (+4,02%) შეცვალა. WTI-ის ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე შეადგენს $86,35 (+4,3%).

ANZ ჯგუფის ექსპერტები აცხადებენ, რომ ბაზრებისთვის საკვანძოა, კონფლიქტი დარჩება ამჟამინდელ ტერიტორიებზე თუ გაფართოვდება სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში.

ასევე იზრდება შეშფოთება აშშ-სა და ირანის კონფლიქტში ჩართვის გამო. 

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.  სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა.  ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ  "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".

იგივე თემაზე: 

ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები