საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ - მარტის პერიოდში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 195 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, ნებართვები გაცემულია 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში განაშენიანებულ ფართთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია.
გაცემული ნებართვების 74.9 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის:
თბილისი - 49.2 %;
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 10.1%,
ქვემო ქართლის რეგიონი - 8.5 %;
იმერეთის რეგიონი - 7.1 %.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უახლესი