საქართველომ ორ თვეში 463.28 ტონა ახალი ვაშლი იყიდა, რაც 46%-ით ნალებია 2022 წლის ორ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ვაშლის რაოდენობაზე.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ იანვარ-თებერვალში სულ 193.21 ათასი დოლარის ვაშლი იყიდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ლიდერი თურქეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 80.5%-ი მოდის.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ვაშლი 4 ქვეყნიდან შემოვიდა, ესენია: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ნიდერლანდები.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, ვაშლის იმპორტის მხრივ რეკორდული 2011 წელი იყო. 2011 წელს საქართველომ იმპორტით 13,969.07ტონა ვაშლი შემოიტანა.
2022 წლის სტატისტიკით კი საქართველომ უცხო ქვეყნების ბაზრებიდან სულ 6,338.10 ტონა ვაშლი იყიდა, რაშიც 2,473.41 ათასი დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ქვეყნებს, სტატისტიკური მაჩვენებლებით 2022 წელს საქართველოსთვის ნომერ პირველი ვაშლის იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 61%-ი მოდის - სულ 3,849.95 ტონა.
მეორე ადგილზეა უკრაინა - 1,356.16 ტონა, ხოლო მესამეზე - მოლდოვა - 772.10 ტონა.
უახლესი