საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX-ი თბილისის მასშტაბით Locker-ების განთავსებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში „ნიკორას“ ქსელში კიდევ დალატებითი ლოქერების დამონტაჟებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საოპერაციო დირექტორმა მარიამ ბექაურმა განაცხადა, Locker-ების პროექტი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს დამოთხოვნაც მზარდია.
„Locker-ების პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვეა რაც დავიწყეთ და ამჟამად თბილისის 6 მთავარ უბანში გაქვს განთავსებული. სამომავლოდ აქტიურად იგეგმება ლოქერების რაოდენობსი გაზრდა, როგორც თვიბილისში, ასევე რეგიონებშიც. ამჟამად მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილნი, რეგიონებში კი საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ შეუძლიათ ამანათების გატანა ჩვენს მომხმარებლებს.
Locker-ის უპირატესობა არის ის, რომ განთავსებულია სუპერმარკეტებში. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ „ნიკორასთან“ და Locker-ები „ნიკორას“ და „ლიბრეს“ ფილიალებშია განთავსებული, ფუნქციონირებს 24/7-ზე და საკმაოდ მოხერხებული სერვისია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან ამანათის აღება შეუძლიათ სასურველ დროს და კომფორტული ადგილიდან. ლოქერებიდან ნივთებს გატანაზე ჩვენს მომხმარებლებში მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ლოქერების მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს - აღნიშნა მარიამ ბექაურმა.
ONEX-ის საოპერაციო დირექტორის განმარტებით, კომპანია E-commerce-ს განვითარების მიმართულებით მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე გლობალურ პლატფორმასთან აწარმოებს.
„საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX არის ყველაზე მზარდი ელ-კომერციის პლატფორმის TEMU და IHERB-ის პირდაპირი მიწოდების ოფიციალური კომპანია საქართველოში. შესაბამისად Onex-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეუკვეთონ Temu-დან და IHerb-დან და პროდუქცია მიიღონ პირდაპირ საქართველოში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ E-commerce-ს მიმართულებით საერთაშორისოპარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი შემოყვანა საქართველოს ბაზარზე. ამდროისათვის ONEX-ი რამდენიმე გლობალურ E-commerce-ს პლატფორმასთან აწარმოებსდა ამ მიმართულებით სიახლეებსაც ძალიან მალე დავაანონსებთ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს საქართველოში პირდაპირი მოწოდება რაც მომხმარებელს დაუზოგავს დროსა და ფინანსებს - აღნიშნა მარიამ ბექაურმა.
დღეისათვის თბილისის მასშტაბით ONEX-ის Locker-ებიდან ნივთების გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:
კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-სთან დაამ პარტნიორობის ფარგლებში ONEX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთები Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ გაიტანონ.
ONEX-ის მომხმარებლისთვის სერვისის შეკვეთა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს Delivo-ს სასურველ/უახლოესს სერვის ცენტრს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთავარი ქალაქებისა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით, შეკვეთის მიღებას კი უმოკლეს დროში შერჩეული ფილიალიდან სრულიად უფასოდ შეძლებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა