მიმდინარე წელს, ახალი პარტნიორი კომპანიებისა თუ ქვეყნების დამატების ხარჯზე, მინიმუმ 50%-იან ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საერთაშორისო ამანათების გადამზიდი კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განაცხადა.
მისი თქმით, 50%-იანი ზრდა მოსალოდნელია არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ გაყიდვების კუთხითაც.
ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ONEX-ის მეშვეობით ამანათების გამოწერა 5 ქვეყნიდან შეუძლიათ, თუმცა მარიამ ადამიას თქმით, დღეისათვის ქართველებისთვის ყველაზე აქტიური მიმართულება აშშ და ჩინეთია.
„დღეისთვის ONEX-ის მეშვეობით მომხმარებლებს 5 ქვეყნიდან შეუძლიათ ამანათების გამოწერა, ესენია: ამერიკა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და გერმანია. ამ ქვეყნებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო შიფინგ მისამართები. ქვეყნების რაოდენობა კი ეტაპობრივად გაიზრდება.
დღეისათვის ყველაზე აქტიური მიმართულება აშშ და ჩინეთია. რაც შეეხება აქტიურ პლატფორმებს, ჩინეთიდან არის Pinduoduo და Taobao, ხოლო აშშ-დან Amazon, Ebay, Backcountry და Shein“, - განმარტავს მარიამ ადამია.
ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, საქართველოდან ონლაინ შოპინგისას უმეტესწილად ქალები აქტიურობენ.
მიმდინარე პერიოდში ONEX საქართველოში ამერიკული ბრენდის iHerb-ის ოფიციალური პარტნიორი გადამზიდი კომპანიაა და ასევე სულ ახლახან დაიწყო თანამშრომლობა ჩინურ online სავაჭრო პლატფორმა - Pinduoduo-თან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოწერისას ამანათი ჩინური მისამართის გარეშე, პირდაპირ საქართველოში მიიღოს.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ONEX-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 74%-ითაა გაზრდილი. ხოლო რაც შეეხება ამანათების რაოდენობას, ზრდა შთამბეჭდავია:
ჩინეთიდან 384%-იანი ზრდაა, გერმანიიდან 447%-იანი ზრდა, აშშ-დან 385%იანი, დიდი ბრიტანეთიდან 466%-იანი, ხოლო საბერძნეთის მიმართულება კომპანიას მიმდინარე წელს დაემატა და ზრდის ტემპით ხასიათდება.
რამდენიმე კვირაში, უფრო ზუსტად კი ნოემბრის ბოლოს მსოფლიო Black Friday-ს აღნიშნავს, რაც შოპინგისთვის იდეალური პერიოდია, რადგანაც სწორედ ამ დროს თითქმის ყველა მაღაზიას საკუთარი მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ახალ წლამდე სწორედ Black Friday არის ონლაინ შოპინგის ერთგვარი კატალიზატორი.
როგორც ONEX-ში განმარტავენ, წლის ამ პერიოდში ამანათების გამოწერის კუთხით კომპანიაში დაახლოებით 500%-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება.
„კომპანიაში შავი პარასკევისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მომხმარებლებს ვპირდებით გრანდიოზულ აქციებსა და ფასდაკლებებს“, - აცხადებენ ONEX-ში.
ONEX-ის საქართველოს ოფისმა ქვეყანაში Locker-ების ქსელის განვითარება დაიწყო. დღეისათვის კომპანია თბილისში 6 Locker-ს აერთიანებს, თუმცა ONEX.GE-ს მომხმარებლებს ამანათის ბინაზე მიტანის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ.
„დღეისთვის ONEX-ი 6 ლოქერს აერთიანებს, თუმცა თუკი აქამდე გამოწერილი ამანათის მისაღებას თქვენს სახლთან ახლოს ვერ ახერხებდით, Onex-ისა და Delivo-ის დახმარებით, ეს უკვე ხელმისაწვდომია.
თუმცა Onex-ის მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გზავნილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, Delivos 44 გაემის პუნქტში, ან ONEX-ის smart locker-ებში აიღონ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამანათის ასაღებად მომხმარებლებს შორ ლოკაციაზე სიარული აღარ უწევთ და სახლთან ახლოს ექნებათ სერვის-ცენტრები, მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Smart Locker-ისა და Delivo-ის სერვის ცენტრების მომსახურება ONEX-ის ყველა მომხმარებლისთვის უფასოა“, - აღნიშნა მარიამ ადამიამ.
აღნიშნული სერვის ცენტრები კი შემდეგ მუნიციპალურ ერთეულებში მდებარეობს: თბილისი, ბათუმი, ზესტაფონი, ხაშური, ქარელი, ყვარელი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, მარნეული, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალციხე,გარდაბანი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, კასპი, საგარეჯო, სიღნაღი, ახალქალაქი, ქობულეთი, ქუთაისი - 2 ფილიალი და ბათუმი 2 ფილიალი.
თბილისის მისამართებია: ნაძალადევის რაიონი, საბურთალოს რაიონი - 3 ლოკაციაზე: ვერა, დიდი დიღომი, დიდუბე, ვაკე - 3 ლოკაციაზე: ლილო, ისანი, ვარკეთილი, გლდანი, მუხიანი, სანზონა და სამგორი.
ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა.
„კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support , კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა“, - აღნიშნავს ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი.
კომპანია ONEX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ ფიზიკური პირებისთვის ანგარიშდება რეალური წონის ტრანსპორტირების თანხა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა