საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 16.7%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.9%-ით შემცირდა (-154.4 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, ოქტომბერში სებ-მა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
„რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ნოემბერს)“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის მიმოხილვაში.
უახლესი