შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1,2 ლარით გაიზარდა და 252,1 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, კლება 1,8 ლარია, რადგანაც გასული წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253,9 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1,1 ლარით გაიზარდა და 223,3 ლარი შეადგინა.
შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა