დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

06-10-2023 17:57:53

რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

„ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ანაკლიიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთი გეგმავს საზღვაო-სამხედრო ბაზა განათავსოს. სხვადასხვა გავლენიანი მედია წერს, რომ მოსკოვი ცდილობს სევასტოპოლიდან ფლოტის ნაწილი უფრო აღმოსავლეთისკენ გადაიყვანოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები