3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს.
„მნიშვნელოვანია, სანქციები ეფექტური იყოს, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ ისეთი ტიპის შემოსავლები, რაც რუსეთის სახელმწიფოს სჭირდება ომის დასაფინანსებლად“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადებაში.
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი