HMD Global-მა საკუთარი გეგმები გაასაჯაროვა, რომელიც საკუთარი ბრენდის ქვეშ სმარტფონების წარმოებას უკავშირდება. კომპანია საკუთარი ბრენდით მობილური მოწყობილობების გამოშვებას 2024 წლის აპრილიდან დაიწყებს. ტელეფონები განკუთვნილი იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიცაა მაგალითად ინდოეთი. HMD Global სმარტფონები ონლაინ პლატფორმებზე Amazon-სა და Flipkart-ზე გაიყიდება.
პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება Nokia-ს სმარტფონების წარმოება და რეალიზაცია. 2024 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში ორივე ბრენდი ერთდროულად გამოუშვებს სხვადასხვა მოწყობილობას, თუმცა 2026 წლის შემდეგ Nokia სამუდამოდ გაქრება.
HMD Global გეგმავს არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ პლანშეტების, ჭკვიანი სახლის გაჯეტების და „ღილაკიანი“ ტელეფონების წარმოებას.
სმარტფონები, რომლებიც HMD Global-ის ბრენდის ქვეშ გამოვა, სავარაუდოდ, ხშირად მოითხოვენ განახლებებს და სუფთა Android-ს, განსხვავებით Nokia სმარტფონებისგან. ასევე, ახალი ბრენდის მოწყობილობები უფრო იაფი იქნება, ვიდრე Nokia-ს ამჟამინდელი ბიუჯეტის ტელეფონები.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო