შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 5,9 ლარით გაიზარდა და 262,4 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ზრდა 10,1 ლარია, რადგანაც გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252,3 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 5,2 ლარით გაიზარდა და 232,4 ლარი შეადგინა.
შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
უახლესი
3 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს8 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები16 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები18 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს