დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნოემბერში საარსებო მინიმუმი 20 თეთრით გაიზარდა

ნოემბერში საარსებო მინიმუმი 20 თეთრით გაიზარდა

15-12-2023 11:37:37

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.2 ლარით გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის ცვლილებას წლიურ ჭრილში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.1 ლარით გაიზარდა და 223.4 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები