ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეისების მიღება უჭირს. ამ მიზეზით მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელსაც ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა თბილისის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ხოლო ავიაკომპანია Air Dilijans-ს საჰაერო ხომალდი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა უკან ერევანში გაფრინდა. ხოლო ავიაკომპანია AZAL-ის ბორტი, რომელიც ბაქო-თბილისს ასრულებდა ასევე უკან ბაქოში დაბრუნდა. უკან დაბრუნდა ასევე Qeshm Air-ი, რომელიც თეირანიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა. თბილისის ცაზე რამდენიმე წუთიანი ფრენის შემდეგ ისიც უკან თეირანში დაბრუნდა.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა