საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Business Insider Georgia-ს დაუდასტურა.
„ჩემი კომპეტენციისა და ექსპერტიზის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროში იყო მაკროფისკალური პოლიტიკის ფორმირება, ასევე ფისკალური რისკების მართვა, სახელმწიფო ვალის მართვა. ეროვნული ბანკის მხარეს კი კაპიტალის ბაზრის განვითარება და საპენსიო რეფორმა. ვფიქრობ, ამ მიმართულებებით მექნება IMF-თან ურთიერთობა. სავალუტო ფონდთან უკვე ვარ დარეგისტრირებული მოკლევადიან ექსპერტად. რაღაც პერიოდულობით IMF-ი თავის ქვეყნებში გამოცდილ ადამიანებს ექსპერტად ქირაობს, იმისთვის რათა შემდგომ რჩევები განახორციელონ სხვადასხვა ქვეყნებისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი რჩევები ღირებული იქნება“, - ამბობს ნიკოლოზ გაგუა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ნიკოლოზ გაგუამ 2023 წლის სექტემბერში დატოვა.
უახლესი