ნუდერლანდური ჰოლდინგი Yandex Yandex N.V. არა მხოლოდ საკონტროლო პაკეტის, არამედ ყველა რუსული აქტივის ერთდროულად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters 3 ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მხარეები ცდილობენ გარიგების წლის ბოლომდე დასრულებას.
ტექნოლოგიური კომპანია Yandex, რომელსაც ხშირად „რუსულ გუგლს“ უწოდებენ, იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელსაც ჰქონდა პოტენიალი გლობალური ბიზნესი გამხდარიყო.
Yandex დომინირებს ტაქსისა და ონლაინ რეკლამის სექტორში რუსეთში. მისი სამგზავრო სერვისი მოქმედებს აფრიკის რვა ქვეყანაში და კომპანიამ გამოსცადა თვითმართვადი მანქანები ისრაელსა და შეერთებულ შტატებში.
კრემლის ზეწოლის ქვეშ, Yandex-მა თავისი ახალი ამბების აგრეგატორი და სხვა ონლაინ საკუთრება მიჰყიდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კონკურენტ VKontakte-ს 2022 წლის ბოლოს, მისი ბიზნესის დეპოლიტიზების მიზნით. ამის შემდეგ კომპანიამ დაიწყო მუშაობა კორპორატიულ რესტრუქტურიზაციაზე.
დუბაიში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი და დაინტერესებული მხარეები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა, ნებისმიერი გარიგება საბოლოო ჯამში მოითხოვს აქციონერებისა და რუსეთის მთავრობის თანხმობას.
Yandex-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, თანამოსაუბრეებმა კი Reuters-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.
ნიდერლანდური ჰოლდინგური კომპანიის Yandex NV-ის დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია მიზნად ისახავს აქციონერებისთვის ფულის ნაწილის დაბრუნებას მისი ძირითადი რუსული შემოსავლის მომტანი ბიზნესების გაყიდვით, როგორიცაა მანქანების მოზიდვა და შეკვეთა. შემდეგ კომპანია გეგმავს კიდევ ოთხი ბიზნეს ხაზის განვითარებას საერთაშორისო დონეზე.
ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, Yandex N.V. შესაძლოა, კალინინგრადის რეგიონში შექმნილი ჰოლდინგის 100% გაყიდოს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. მეორემ თქვა, რომ Yandex NV-ის სრული გასვლა საკმაოდ სავარაუდოა, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
მესამე წყარომ განაცხადა, რომ ამ სცენარის მიხედვით Yandex NV მთლიანად გაწყვეტს რუსეთთან ურთიერთობას. წყაროებმა აღნიშნეს, რომ მყიდველებმა შეიძლება არ მიიღონ აქტივების 100%, რადგან Yandex-ის მენეჯმენტს შეიძლება ჰქონდეს აქციების ოფციები. ზოგიერთ რუს ინვესტორს Yandex NV-ში ასევე ექნება შესაძლებლობა Yandex NV-ში თავისი აქციები გადაიტანოს.
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გარიგების ჯამური ღირებულება 560 მილიარდ რუბლად (6,18 მილიარდი დოლარი) შეაფასა, იმ 50%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით, რომელსაც კრემლი მოითხოვს უცხოური აქტივების გაყიდვისას.
სხვა წყარომ დასძინა, რომ გარიგება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი იქნება.
მაისში, წყაროებმა Reuters განუცხადეს, რომ რუსმა მილიარდერებმა კომპანიის ნახევარზე 7 მილიარდი დოლარი შესთავაზეს.
რუსეთის ფედერაციამ გაზარდა ზეწოლა უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც ტოვებენ ბაზარს, აქტივების გაყიდვის სშემთხვევაში კრემლი მოითხოვდა ფულის რუსეთის ბიუჯეტში ჩარიცხვას.
გარიგების პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც Yandex-ის თანადამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა გააკრიტიკა რუსეთის "ბარბაროსული" შეჭრა უკრაინაში.
მოგვიანებით ოთხმა წყარომ განუცხადა Reuters-ს, რომ კრემლის შიში სერიოზული ტექნიკური ტვინის გადინების შესახებ იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლიდა რუსეთს Yandex-ის ნაციონალიზაციაში.
უახლესი
49 წამის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი56 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა