დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩანერგა ინპლანტი, რომელიც კომპიუტერისა და ტელეფონის მართვაში დაეხმარება - ილონ მასკი

Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩანერგა ინპლანტი, რომელიც კომპიუტერისა და ტელეფონის მართვაში დაეხმარება - ილონ მასკი

30-01-2024 18:53:00

კომპანია Neuralink-მა პირველად ჩანერგა იმპლანტი ადამიანის ტვინში, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს კომპიუტერი აკონტროლოს თავისი აზრებით, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა.

„გუშინ [28 იანვარს] პირველმა ადამიანმა მიიღო იმპლანტი Neuralink-დან და გამოჯანმრთელდა. პირველადი შედეგები გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, ნეირონებმა მოქმედება დაიწყონ“, - დაწერა მასკმა სოციალურ მედია X-ში (ყოფილი Twitter).

ბიზნესმენმა დაამატა, რომ Neuralink-ის პირველ პროდუქტს ტელეპათია ერქვა. მისი თქმით, ტელეპათია საშუალებას აძლევს ადამიანს "მხოლოდ ფიქრით" გააკონტროლოს ტელეფონი ან კომპიუტერი და მათი მეშვეობით "თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა".

„ინპლანტის პირველი მომხმარებლები იქნებიან ისინი, რომლებმაც დაკარგეს კიდურების გამოყენების უნარი“  - თქვა მასკმა. მან სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.

Neuralink-ის კვლევა იყენებს რობოტს, რათა ქირურგიულად მოათავსოს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის იმპლანტი თავის ტვინის უბანში, რომელიც აკონტროლებს მოძრაობას, აცხადებდნენ კომპანიის წარმომადგენლები, წერს Reuters.

Neuralink-მა აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ უზრუნველყონ, რომ ადამიანებმა შეუძლონ აკონტროლონ კომპიუტერის კურსორი ან კლავიატურა აზროვნების ძალით.

ილონ მასკმა შექმნა Neuralink პროექტი 2016 წელს. კომპანიამ 2019 წელს წარმოადგინა ტვინს კომპიუტერთან დამაკავშირებელი ჩიპის პროტოტიპი. ორი წლის შემდეგ კომპანიამ აჩვენა მაიმუნი, რომელსაც ჩაუნერგეს უკაბელო იმპლანტი, რომლის წყალობითაც მას შეეძლო ვიდეო თამაშის თამაში თავისი აზრების ძალით.

ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ ტესტების დროს არც ერთი მაიმუნი არ მომკვდარა. 2023 წლის მაისში აშშ-ს ხელისუფლებამ Neuralink-ს მისცა ნებართვა ჩაეტარებინა ადამიანებზე ცდები.

Neuralink იმედოვნებს, რომ კომპანიის განვითარება საშუალებას მისცემს ხალხს აღმოფხვრას ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანების შედეგები და ასევე დაეხმარება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმსუქნე და დეპრესია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები