დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი ბარელზე $81-მდე შემცირდა

ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი ბარელზე $81-მდე შემცირდა

12-11-2023 11:16:20

ნავთობი 10 ნოემბერს უმნიშვნელოდ გაძვირდა, თუმცა ფასი ნედლეულზემესამე კვირაა მცრდება, რადგან ჰამასი ისრაელის კნფლიქტის ფონზე „შავი ოქროს“ გადაზიდვის შეფერხების საფრთხე მცირედით განეიტრალდა და მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩრსები კვირის ბოლოს 41 ცენტით გაძვირდა $80,42 დოლარამდე, ხოლო ამერიკული ნავთობის შემთხვევაში West Texas Intermediate (WTI) დეკემბრის ფიუჩერსები 32 ცენტით გაძვირდა და $76,06 გაუტოლდა.

პარასკევს, მცირედი გაძვირების მიუხედავად, გასულ კვირას Brent-ის მარკის ნავთობი 5,7%-ით, ხოლო WTI-ის მარკის 5,9%-ით გაიაფდა.

სტატისტიკის თანახმად, მესამე კვირაა ნავთობის ფასი განუხრელად მცირდება, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია.

„ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის გადმოზიდვის საფრთხე თანდათან მცირდება“, - ნათქვამია  ANZ Research-ის ინფორმაციაში.

„კონფლიქტი კარგად არის ლოკალიზებული ღაზას საზღვრებში, იმის მიუხედავად, რომ გავრცელების საფრთხე არსებობს, რადგან არაბეთის ქვეყნები ღიად გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

9 ნოემბერს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში დღის განმავლობაში  4 საათით კონფლიქტის შეჩერების შესახებ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ არსებობდა. განცდა, რომ ჰამასისა და ისრაელის კონფლიქტის ფონზე ნავთობის გადაზიდვის შეფერხება შემცირდება, ჩინეთის მხრიდან ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის ფონზე გაჩნდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია.

ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მონაცემების ფონზე გასულ კვირას, ნავთობზე მოთხოვნის დაცემის შიშები გაჩნდა. ამის გარდა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ დეკემბრიდან საუდის არაბეთიდან ნავთობის შესყიდვას შეამცირებენ.

ამ ფონზე Citi-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნავთობზე ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს, რადგან არის მოლოდინი, რომ წნეხი ფასებზე ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაცემისას შემცირდება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ფასები კონსოლიდირდება და ჩვენი მოკლევადიანი პროგნოზებით ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პოზიციას შეიცვლიან“, - აცხადებენ Citi-ის ანალიტიკოსები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები