დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი $90-ს ჩამოსცდა

ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი $90-ს ჩამოსცდა

28-10-2023 15:00:36

Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 88,19 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც 0,26 დოლარით (0,30%) აღემატება წინა სესიის დახურვის მაჩვენებელს.

WTI ნავთობის კონტრაქტების ფასი დეკემბრისთვის ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) 27 ოქტომბერს ვაჭრობისას გაიზარდა 0,23 დოლარით (0,28%) და ბარელზე 83,44 აშშ დოლარი შეადგინა. 

მანამდე ვაჭრობისას Brent-ის ფასი ბარელზე 90,24 დოლარამდე გაიზარდა, WTI კი - 85,35 დოლარამდე ბარელზე.

პარასკევს ბაზრის ზრდას ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობი შესახებ ახალმა ცნობებმა.  კერძოდ, სირიაში ირანთან ასოცირებულ მიზნებსა და ჯგუფებზე აშშ-ის დარტყმების შესახებ.

ნავთობის ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც ალ ჯაზირამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლაზე პროგრესის შესახებ. აღნიშნავს ფილ ფლინი, The Price Futures Group-ის ნავთობის ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი. 

თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შიში კვლავ რჩება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები