დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

18-09-2023 09:16:40

დღეს დილიდან, მსოლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. 

Brent-ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ბარელზე  0,69%-ით და 94,58 დოლარამდე გაიზარდა, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები კი 0,81%-ით და 90,75 დოლარამდე გაძვირდა.

ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება OPEC+-ის ქვეყნების გადაწყვეტილება წარმოების შემცირების შესახებ.

სექტემბრის დასაწყისში, საუდის არაბეთმა და რუსეთმა გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ნავთობის მიწოდებაზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები.

OPEC-მა და საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) თავიანთ ყოველთვიურ ანგარიშებში ბაზარზე შექმნილი ვითარება შეაფასეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა ნავთობის მიწოდების დეფიციტის პერსპექტივები.

ნავთობის ფასების ზრდაზე ასევე გავლენას ახდენს ნედლეულზე მოთხოვნის გაუმჯობესების მოლოდინი, ჩინეთის ეკონომიკის ოპტიმიზმის ფონზე, რომელიც ამ ტიპის ნედლეულის მთავარი იმპორტიორი და მომხმარებელია. ორშაბათს ჩინეთის საფონდო ინდექსები იზრდება, რაც ასევე დადებით გავლენას მოქხდენს ნავთობის ფასებზე.

ინვესტორები, ასევე ყურადღებას აქცევენ ამერიკული ნავთობმომსახურების კომპანიის Baker Hughes-ის სტატისტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ნავთობის საბურღი პლატფორმების რაოდენობის შესახებ. 15 სექტემბრის მონაცემებით, გასულ კვირაში მათი რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 515 ერთეული შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები