დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს

ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს

26-09-2023 11:17:15

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ინფორმაცია Business Insider Georgia-ს სებ-ში დაუდასტურეს. 

მალხაზ ღუღუნიშვილი სებ-ში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ამ პოზიციაზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. 

ამ დროისთვის ნათია თურნავას ორი მრჩეველი ჰყავს. თუმცა, ცნობილია, რომ ეკონომიკურ საკითხებში სებ-ის პრეზიდენტის  მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს, მან ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები