საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" B2B შეხვედრების ფარგლებში, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჰოკიმ ხოლიკზოდას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის 10-წლიანი გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის წარმატებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.
უახლესი