18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე შეძლებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კითხვები დაუსვან .
დღესვე გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - "ფინანსური სტაბილურობის ანგარიში".
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.
უახლესი