დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - საუბარია ჩვენს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია დაბალ ინფლაციაზე

ნათია თურნავა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - საუბარია ჩვენს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია დაბალ ინფლაციაზე

18-07-2024 16:02:00

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

ნათია თურნავას განცხადებით, ანგარიშში განსაკუთრებით აღნიშნულია სამი მიმართულება, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს საფინანსო სისტემა არის გამჭვირვალე.

„განსაკუთრებით აღნიშნულია სამი მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა. ეს არის საზედამხედველო პოლიტიკა და ნათქვამია, რომ საკმაოდ სწრაფი პროგრესი არის და თითქმის სრული შესაბამისობა ევრო დირექტივებთან. აქვე არის საუბარი იმაზე, რომ მათ შორის საზედამხედველო ჩარჩოს წყალობით, ჩვენი საფინანსო სისტემა არის გამჭვირვალე, არის ძლიერი. საუბარია იმ ძალისხმევაზე, რასაც ეროვნული ბანკი ავლენს სანქციების დაცვისა და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების თვალსაზრისით. ასევე საუბარი არის ზოგადად, ჩვენს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია დაბალ ინფლაციაზე“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები