დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა

ნათია თურნავა საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა

12-07-2024 12:57:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა.  

შეხვედრის მთავარი თემა საფინანსო სექტორის მდგრადობა  და კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის მჭიდრო კოორდინაცია იყო. 

სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

“ხშირად სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ასეთ უწყებებში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები, სკოლის მსმენელები, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალო ვითარებაში მწვავე და საინტერესო კითხვებს უსვამენ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. ხდება ინფორმაციის გაცვლა, უფრო მეტად გააზრება და გათავისება იმისა, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა ლოგიკით ხელმძღვანელობს დაწესებულების მენეჯმენტი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე და „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები