კომპანია Nano Filter-ი, რომელიც 2012 წლიდან წყალმომზადების და წყალარინების სფეროში საქმიანობს გაფართოებასთან ერთად, საკუთარი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ლომინაძემ განაცხადა, Nano Filter-ის გეგმებშია წყლის ფილტრების ადგილზე წარმოება. ეს პროდუქტი კომპანიას იმპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში გააქვს.
კომპანიის დამფუძნებელი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ საკუთარი საწარმოს მშენებლობა მისი კომპანიის უახლოესი წლების ბიზნეს-გეგმის ნაწილია.
დღეისათვის Nano Filter-ს საკუთარი შოურუმი თბილისში ფანასკერტელის 14/3-ში აქვს, თუმცა სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. საკუთარი შოურუმისა და ონლაინ გაყიდვების გარდა Nano Filter-ის წულის სისტემების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო წერტილებშიც.
„ვთანამშრომლობთ „კარფურთან“, „გუდვილთან“, „დომინოსთან“, „ნოვასთან“, სხვადასხვა სუპერმარკეტებთან, რომლებიც კონკრეტულ სეგმენტზე არიან გასულები“, - აცხადებს ვახტანგ ლომინაძე.
კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, დღეისათვის ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა Nano Filter-ი ახერხებს და საშუალოდ ბაზრის 40%-ი უჭირავს.
„2022 წელს 2021 წელთან შედარებით მოთხოვნის ზრდა 70-80%-მდე იყო, როგორც კერძო პირების ასევე იურიდიული კომპანიების მხრიდან. ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია.რეალურად ყველაზე ხანდაზმული კომპანია ჩვენ გამოვდივართ და ასევე ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ“, - ამბობს ვახტანგ ლომინაძე.
Nano Filter-ის კლიენტები არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ფიზიკური პირების შემთხვევაში წლის ფილტრის დოქი კონკრეტულ სეგმენტში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
უახლესი