დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდი მოთხოვნის ფონზე დასავლელი ფერმერი ფართოვდება

მზარდი მოთხოვნის ფონზე დასავლელი ფერმერი ფართოვდება

24-09-2024 11:00:00

West Farmer • დასავლელი ფერმერი, რომელიც პროდუქციას „იმერული გემოს“ ბრენდით ყიდის ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან  „დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ წერეთელმა განაცხადა, გაზრდილი მოთხოვნის და რეალიზაციის ფონზე კომპანიამ მეფრინველეობის ფერმის გაზრდა დაამატა და ახალ ფერმას 500 კვ/მ-ზე აშენებს. ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია და მისი მშენებლობა 2-3 თვეში დასრულდება. 

თუმცა მანამდე ვიდრე კომპანია გაფართოვდება და ბაზარს მეტ კვერცხს და ქათმის ხორცს მიაწვდის, „დასავლელი ფერმერის“ პროდუქცია extra.ge-ზე იყიდება. 

„extra.ge-ზე ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა იმიტომ, რომ ხარისხი გაქვს ძალიან მაღალი. აღნიშნულო პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 1 თვეა ვიყიდებით და საკმაოდ კმაყოფილები ვართ. იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მეტი მიწოდებაა საჭირო. მოთხოვნა მიწოდებას ასწრებს. ხალხმა გაიცნო ჩვენ პროდუქცია და დარწმუნდა იმაში, რომ მაღალ ხარისხიან პროდუქტს ვაწვდით“, - აღნიშნა ზურაბ წერეთელმა.

 „დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილის თქმით, „იმერული გემო“ ამ დროისათვის წარმოდგენილია სუპერმარკეტების ქსელში: „დეილი“, „ფემილი“ და „გვირილა“. 

 „დასავლელი ფერმერი“ თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიით იყო წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა რითელ სეგმენტში გაზრდი მოთხოვნისა და მიწოდების ფონზე აღნიშნული მაღაზიების დახურვა გადაწყვიტა.

 „დასავლელ ფერმერში“ განმარტავენ, რომ კვერცხის და ხორცის რეალიზაციისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი აღდგომა და ახალი წელია. 

აღსანიშნავია, რომ „დასავლელი ფერმერი“ ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს, თუმცა შეფუთვა და ბრენდირება კომპანიამ 3 წლის უკან დაიწყო და საცალო ქსელში „იმერული გემო“-ს საფირმო ნიშნით პოზიციონირებს. 

იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განთავსებული მეფრინველეობის ფერმა „დასავლელი ფერმერი“ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სამუშაო პროცესის ყველა საფეხური HAACP-ის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები