დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 0.6%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 0.6%-ით გაიზარდა

21-09-2023 12:30:07

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.2 პროცენტით

ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურების ჯგუფზე ფასები

შემცირდა 0.7 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 10.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 40.6 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 36.1 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.8 პროცენტით.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები