მთლად, რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირზე, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოები მასშტაბურია. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით. გვინდა ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც აღნიშნული გამზირი არსებობს ამ მასშტაბის სამუშაოები არ განხორციელებულა.
ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები. კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ მოვალეობებს, რაც ხელშეკრულებით არის გაწერილი და ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია დამშვიდობება იმ ორ კომპანიასთან ვინც სამუშაოს ასრულებდა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და არაერთხელ გვითქვამს, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული და მოძრაობა თავისუფლად უნდა იყოს შესაძლებელი. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ამ ვადებში, რამდენჯერმე მოგვწერეს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით. იანვარი ყოველთვის ძალაში იყო, შიდა ვადებზე იყო საუბარი.
ვხედავდით, რომ იყო პრობლემები და მივიღეთ გადაწყვეტილება დავმშვიდობებოდით ამ კომპანიებს.
ჩემთვის ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა აღდგეს ორმხრივად. ამიტომ მიმდინარეობს შერჩევა.
მთლად, რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული, მოძრაობა აღდგენილი და ეს პირობა რა თქმა უნდა შესრულდება,“- განაცხადა კალაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო2 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი